ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანტონიო კოშტა - ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა კოორდინაცია მოგვეხდინა პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე

ანტონიო კოშტა - ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა კოორდინაცია მოგვეხდინა პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე

ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა კოორდინაცია მოგვეხდინა პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
,,ევროპელ ლიდერებთან ერთად ვესაუბრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა კოორდინაცია მოგვეხდინა პრეზიდენტ ტრამპთან ხვალინდელ შეხვედრამდე. უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება არ შეფერხდება. ომში, მშვიდობაში, აღდგენაში. ევროკავშირის ბოლო დროის გადაწყვეტილებებმა უკრაინა გააძლიერა: შემდგომი ორი წლისთვის უკრაინის საჭიროებებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა; გრძელვადიანად რუსული სუვერენული აქტივების გაყინვა; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება, შემდგომი ზომებიც იქნება საჭიროების შემთხვევაში; ძლიერი და აყვავებული უკრაინა ევროკავშირში საკვანძო უსაფრთხოების გარანტიაა. ვაგრძელებთ უკრაინისთვის მყარი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის მუშაობას, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში,” - წერს კოშტა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.