ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისო კილაძე: მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური კითხვა მაქვს-შეიქმნა თუ არა თქვენთან შეწყალების კომისია (ვინაა თავმჯდომარე,წევრები) ...

ელისო კილაძე: მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური კითხვა მაქვს-შეიქმნა თუ არა თქვენთან შეწყალების კომისია (ვინაა თავმჯდომარე,წევრები) ...

"Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური კითხვა მაქვს-შეიქმნა თუ არა თქვენთან შეწყალების კომისია(ვინაა თავმჯდომარე,წევრები) და რა დრო დაჭირდა 613 პატიმრის საქმის შესწავლას?" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება “ჰუმანიზმის პრინციპს”.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.