ეკა ბესელია: მდინარაძის ისტორია არ დასრულებულა ის კიდევ გაგრძელდება უფრო დრამატულად

მდინარაძის ისტორია არ დასრულებულა ის კიდევ გაგრძელდება უფრო დრამატულად – ამ ვარაუდს “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელი ეკა ბესელია გამოთქვამს.

იურისტი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან წასული მამუკა მდინარაძის  საქმეების შესწავლა დადგეს დღის წესრიგში.

არ არის გამორიცხული, მანაც გაიზიაროს ის ბედი, რაც გაიზიარეს იმ ადამიანებმა, ვისზეც დღეს ვსაუბრობთ. იმიტომ, რომ მისი საქმეები და მისი შავ-ბნელი საქმეები სხვათა შორის ბევრად შორს მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ ამის დროც დადგება. როდესაც ის პასუხს აგებს ბევრ ისეთ ქმედებაზე, რომელიც პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაული ესე კვალიფიცირდება”- აცხადებს გადაცემა “რექაციაში” ეკა ბესელიამ.