არქივი8 თებერვალი, 2025, 20:20
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, სპიროს კაპრალოსი საქართველოშია.
დღესვე, სპიროს კაპრალოსმა " "ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა მოინახულა და მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო.
სპიროს კაპრალოსი საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში იმყოფება. 9-16 თებერვალს ზამთრის სპორტის სახეობებში ასპარეზობა უკვე ბაკურიანსა და ბათუმში დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ფესტივალს უახლესი ინფრასტრუქტურით ხვდება.
(R)
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.