ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა

თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა

დღეს, თბილისის ყინულის არენაზე, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა. შეჯიბრება სტარტს ხვალიდან, 6 თებერვლიდან აიღებს, დაჯილდოების ცერემონია კი 10 თებერვალს გაიმართება. 11 თებერვლიდან, პირველობისთვის ერთმანეთს ჭაბუკთა გუნდები დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალისთვის, თბილისში, ზამთრის სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე, ევროპის საუკეთესო ექვსი ახალგაზრდული ნაკრებია ჩამოსულია.
"ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყველა სპორტულ შეჯიბრზე დასწრება უფასოა.
(R)

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.