საქართველოში პირველად ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი იმართება – ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

9 თებერვალს ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი – „ბაკურიანი 2025“ გაიხსნა. პროექტის ოქროს სპონსორია ““.
„ბაკურიანი 2025“ თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში ტარდება. ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები სპორტის 8 სახეობაში იმართება და მათში მსოფლიოს 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
სამივე ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდა. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, თბილისში აშენდა ყინულის არენა, რომელიც 700-მდე მაყურებელს იტევს. ბათუმის ყინულის სასახლე კი 1500 მაყურებლის მიღებას შეძლებს. ბიათლონისა და თხილამურებით რბოლა ბაკურიანში გაიმართება, რომლისთვისაც უკვე გაიხსნა 3.5 კმ სიგრძის ბიათლონის ტრასა.
მასპინძელი ქვეყნის დროშა საქართველოს, იტალიაში გამართულ ევროპის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გადაეცა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ქარტიის შესაბამისად კი, „ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას” 2023 წლის მარტში მოეწერა ხელი.
“საქართველოს ბანკი”ევროპის ზამთრის მე-17 ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალზე ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდამჭერია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”