ევროპისთვის ნათელი და მკაფიოა, რომ საქართველო NATO-ს წევრობისთვის მზადაა – პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან დროული და აუცილებელი იყო – ვიქტორ დოლიძე

საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრა გაიმართა ელჩებთან როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ვითარებაში, ყველგან იყო ერთი და იგივე გზავნილი, რომ საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, – აცხადებს NATO-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე.
მისივე თქმით, ევროპისთვის საქართველოს მზაობა ნათელი და მკაფიოა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ერთადერთი ელემენტი დარჩა NATO-ში ჩვენი მომავალი წევრობის თვალსაზრისით, აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება. მომავალ წელს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელზეც მკაფიო და სწორ მესიჯებს ვიღებთ, რომ იქ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამის დონეზე. მათ შორის, ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას წინ პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით, ამ მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი NATO-ში ძალიან დროული და აუცილებელი იყო“, -აღნიშნა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან