ირაკლი ბერაია – საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს

ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან ჩვენი მთავარი სასაუბრო არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, – ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს.
„ყველაზე მთავარი, რაზეც საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ჩამოვიდა, ეს არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ბურთი არის ალიანსის მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ