ზურაბ პატარაძე – პარლამენტის თავმჯდომარის აზერბაიჯანში ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენს ორმხრივ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობაში

დღეს იწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალიევთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ქალბატონ საჰიბა გაფაროვასთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ალი ასადოვთან, – ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა.
როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აზერბაიჯანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დამატებით იმპულსს შეიტანს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით.
„ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელების შეხვედრა. მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში, მოგეხსენებათ, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებია, მაღალი დინამიკა არის განსაკუთრებით აღსანიშნი ჩვენს ქვეყნებს შორის და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დგას დღის წესრიგში, ყველა ეს საკითხი იქნება განხილული და ეს ვიზიტი შეიტანს განსაკუთრებულ წვლილს ჩვენს ორმხრივ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობაში. თქვენ, კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც არსებობს და ჩვენ ძალიან წარმატებულად მივდივართ წინ ამ მიმართულებით. საქართველოს მედიაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს და სხვა საკითხები იქნება განხილული. ჩვენ ვიყავით მოწმე სულ ახლახან თბილისში სამმხრივი შეხვედრის, საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის პრემიერ-მინისტრების, მანამდე წინ უძღოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს ვიზიტი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დგას დღის წესრიგში და ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ და სხვა საკითხებზე ვიმსჯელოთ ერთად,” – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ენტონი ბლინკენი – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით