ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად და ზელენსკის წასახალისებლად - დიმიტრი პესკოვი

ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად და ზელენსკის წასახალისებლად - დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კვლავ დაინტერესებული და ღიაა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აშშ-სგან და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელის, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენენ.
„ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები და პირადად პრეზიდენტი ტრამპი ძალისხმევას გამოიჩენენ ამ საკითხში დახმარებისთვის. შემდეგ ვნახავთ, რა გამოვა“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროპა ყველაფერს აკეთებს უკრაინის კონფლიქტის გასახანგრძლივებლად და ვოლოდიმირ ზელენსკის ამისკენ წახალისებისთვის.
„სამწუხაროდ, მეორე მხარეს ევროპული სახელმწიფოებია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად და ამისკენ ზელენსკის წასახალისებლად“, - აღნიშნა პესკოვმა.
interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.