ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ომი უნდა მოვიგოთ

დიმიტრი პესკოვი - ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს - ომი უნდა მოვიგოთ

რუსეთი აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად, რასაც ქვეყნის აწმყოსა და მომავლისთვის აკეთებს და ამიტომ ალტერნატივა არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ჩვენი ინტერესების დასაცავად და იმ მიზნების მისაღწევად, რომლებიც უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა თავიდანვე დაისახა და ამას ვაკეთებთ როგორც ჩვენი ქვეყნის აწმყოსთვის, ასევე მომავლისთვის. მომავალი მრავალი თაობისთვის. ამიტომ, ჩვენ არანაირი ალტერნატივა არ გვაქვს“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთმა ომი უნდა მოიგოს.
„ახლა ომის ყველაზე კრიტიკულ ეტაპია და ეს საკმაოდ საბედისწეროა. ჩვენ ის უნდა მოვიგოთ ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მათი მომავლისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.