დიმიტრი პესკოვი – ევროპა ყველაფერს აკეთებს ომის გასაგრძელებლად და ზელენსკის წასახალისებლად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კვლავ დაინტერესებული და ღიაა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი აშშ-სგან და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ელის, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად ძალისხმევას გამოიჩენენ.
„ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები და პირადად პრეზიდენტი ტრამპი ძალისხმევას გამოიჩენენ ამ საკითხში დახმარებისთვის. შემდეგ ვნახავთ, რა გამოვა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროპა ყველაფერს აკეთებს უკრაინის კონფლიქტის გასახანგრძლივებლად და ვოლოდიმირ ზელენსკის ამისკენ წახალისებისთვის.
„სამწუხაროდ, მეორე მხარეს ევროპული სახელმწიფოებია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დაძაბულობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ისინი ყველაფერს აკეთებენ ომის გასაგრძელებლად და ამისკენ ზელენსკის წასახალისებლად“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება