არქივი24 ივნისი, 2025, 20:09
ევროკომისიის სპიკერი - პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ეს ავტორიტარული ტაქტიკაა

პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, აღნიშნული „ავტორიტარული ტაქტიკაა“.
“საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, - წერს ჰიპერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.