ოპოზიციის ლიერების პოლიტიკური დევნა ავტორიტარული ტაქტიკაა - ევროკომისიის სპიკერი საქართველოზე

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და ამას „ავტორიტარულ ტაქტიკას“ უწოდებს.
„საქართველო: ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს“, - წერს ანიტა ჰიპერი პლატფორმა X-ზე.
„ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება“, - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები.
· გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს, 24 ივნისს დააპატიმრეს.
· მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს - რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
· ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს - შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
· ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.