არქივი27 ივნისი, 2025, 22:54
ბაიბა ბრაჟე - ლატვია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს - ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება

ლატვია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს და მათ წინააღმდეგ განაჩენებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება.
„ლატვია მკაცრად გმობს საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს და მათ წინააღმდეგ განაჩენებს. ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებს არ შეესაბამება. სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსთვის“, - წერს ბრაჟე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.