ევროკავშირში ხანგრძლივი საქმიანობისთვის ყველა პროცედურას გაივლის – ბუჩუკური გახარიას ბინადრობაზე

პროსამთავრობო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო.
პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ არ აკონკრეტებენ მიიღო თუ არა გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება, თუმცა ამბობენ, რომ ასეც რომ იყოს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
„რაც შეეხება ბინადრობის მოწმობას, ევროკავშირის ქვეყნებში ხანგრძლივი საქმიანობისთვის რა პროცედურებიც საჭიროა, რა თქმა უნდა, გახარია ამ პროცედურებს გაივლის. ვერ ვხვდები ამაში კითხვის ნიშანი რა არის ან რა არის გასაკვირი“, – განაცხადა გახარიას პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“