ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება - ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია

ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება - ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა ბუდაპეშტის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. აღიარა, რომ ისინი „დრუჟბას“ ნავთობსადენს ბომბავენ, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარეობს, რომ უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია.
შეგახსენებთ, 24 აგვისტოს ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.