ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვიეტნამი მზადაა ამერიკულ საქონელზე ტარიფები გააუქმოს - ტრამპი

ვიეტნამი მზადაა ამერიკულ საქონელზე ტარიფები გააუქმოს - ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვიეტნამის ლიდერი ტო ლამი მზადაა ამერიკულ საქონელზე ტარიფები გააუქმოს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ს მიერ იმპორტზე დაწესებული ახალი შეზღუდვები.
"[ლამმა] მითხრა, რომ ვიეტნამს ტარიფების ნულამდე შემცირება სურს, თუ აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მანამდე, ვიეტნამმა ტრამპის ადმინისტრაციას მათ წინააღმდეგ დაგეგმილი 46%-იანი ტარიფის ამოქმედების სამი თვით გადადება სთხოვა, რათა ეს დრო მოლაპარაკებებისთვის გამოიყენონ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 აპრილს ათეულობით სავაჭრო პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ "საპასუხო ტარიფები" გამოაცხადა, რის მიზეზადაც მან წლობით არსებული "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკები" დაასახელა.
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოსაც, საბაზისო, 10%-იან ტარიფს დაუწესებს, ხოლო ზოგიერთი მათგანისთვის უფრო მკაცრი ტარიფებია გათვალისწინებული, მათ შორის, დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთზე, 20%-იანი ევროკავშირზე, 46%-იანი ვიეტნამზე და 32%-იანი ტარიფი ტაივანზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.