ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის განხილვას იწყებს — მირზოიანი

ევროკავშირი სომხეთის რესპუბლიკასთან მუშაობას იწყებს უვიზო რეჟიმის შემოღებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ავრცელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გასამყარებლად, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს.
როგორც წესი, მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე წელი გრძელდება.
ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაძლიერება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ყარაბაღის ტერიტორია მთლიანად დაიკავა აზერბაიჯანმა და სომხეთის პარტნიორმა რუსეთმა კონფლიქტში სომხეთის სასარგებლოდ ჩარევისგან თავი შეიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.