ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს დაიწყებს

17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
"[დიალოგი] ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრებს, არალეგალური მიგრანტების უკან მიღებას, ასევე შეეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხსაც. აქ არის ასობით გვერდი, რაც უნდა შეასრულოს სომხეთმა და ამას წლები დასჭირდება" - წერს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი.
იოზვიაკის თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის გარდა, 17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ცნობილია, ევროკავშირი EPF-ის პროგრამის ფარგლებში სომხეთს 10 მილიონი ევროს ღირებულების არალეტალურ სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
საბოლოოდ, სომხეთისთვის უვიზო მიმოსვლის მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა დასჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.