არქივი22 ივლისი, 2024, 19:09
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
როგორც „როიტერი“ წერს, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე“.
1tv.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.