ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის ქვეყნები, საიდანაც ტურისტული ვიზიტები შემცირდა/გაიზარდა

2024 წლის ორ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა. წელს 168 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს EU-დან, შარშან იმავე პერიოდში კი 149 ათასამდე ვიზიტორი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ კვარტალში საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან ეწვია და მათმა რაოდენობამ 31 096 შეადგინა. მეორე ადგილზეა პოლონეთი 27 615 ვიზიტორით, ხოლო მესამე ადგილზე 11 931 ტურისტით არის საფრანგეთი.
ევროკავშირის 5 ქვეყანა, საიდანაც ორ კვარტალში ვიზიტები რაოდენობრივად წლიურად ყველაზე მეტად გაიზარდა, ასე გამოყურება:
· გერმანია - წლიურად გაიზარდა 6 075 ტურისტით (სულ მიმდინარე წელს 31 096);
· საბერძნეთი - წლიურად გაიზარდა 3 049 (სულ 10 656);
· საფრანგეთი - წლიურად გაიზარდა 2 772-ით (სულ 11 931);
· იტალია - წლიურად გაიზარდა 2 508 ვიზიტით (სულ 8 714);
· ლიტვა - წლიურად გაიზარდა 1 878 ვიზიტით (სულ 9 649).
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის 4 ქვეყნიდან შემცირდა ტურისტების რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მაჩვენებლები ასეთია:
· პოლონეთი - წლიურად შემცირდა 8 488 ვიზიტით (სულ მიმდინარე წელს 27 615);
· ჩეხეთი - წლიურად შემცირებულია 497 ვიზიტით (სულ 5 051);
· ესტონეთი - წლიურად შემცირდა 322-ით (სულ 3 736);
· ლატვია - შემცირდა 151 ვიზიტით (ჯამში 9 290).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.