ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოლო 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტები 38.8%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 38.8%-ით გაიზარდა.
„საქართველოში იანვარ-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია.
ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.