არქივი16 ივლისი, 2024, 11:28
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +10%-ია.
მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: საფრანგეთი +30.3%, გერმანია +24.3%, გაერთიანებული სამეფო +16.3%,
ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.