ევროკავშირის სამგზავრო მანქანების ბაზარი ოქტომბერში 14,6%-ით გაიზარდა

ევროკავშირის სამგზავრო მანქანების ბაზარი ოქტომბერში წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით 14,6%-ით გაიზარდა. ზრდა ზედიზედ მე-15 თვეა გრძელდება. ამის შესახებ ინდუსტრიული ჯგუფის სამშაბათის მოხსენებაშია ნათქვამი.
ოქტომბერში ევროკავშირში მსუბუქი ავტომობილების ახალი რეგისტრაციების რაოდენობამ 855 484 ერთეული შეადგინა, ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.
სამმა უდიდესმა ბაზარმა ორნიშნა პროცენტული ზრდა განიცადა საფრანგეთში (21.9%), იტალიასა (20%) და ესპანეთში (18.1%), ხოლო გერმანიის ავტობაზარზე დაფიქსირდა უფრო მოკრძალებული წლიური ზრდა ოქტომბერში 4.9%.
ოქტომბერში ევროკავშირში ელექტრომობილების ბატარეის საბაზრო წილი 14,2%-მდე გაიზარდა, გასული წლის 12%-იდან.
ევროკავშირში ბატარეის მქონე ელექტრო მანქანების რეგისტრაცია ოქტომბერში 36,3%-ით გაიზარდა, წინა წლის აღნიშნულ პერიოდთან შედარებით და 121,808 ერთეული შეადგინა.
ჰიბრიდული მანქანები ბაზრის 29%-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ საწვავზე მომუშავე მანქანები კვლავ ყველაზე პოპულარული არჩევანია, მათი წილი ბაზარზე ოქტომბერში 33.4%-მდე დაეცა.
იანვარ-ოქტომბერში ახალი მანქანების რეგისტრაცია 27 წევრ სახელმწიფოში 16,7%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით და თითქმის 9 მილიონი ერთეული შეადგინა.
ACEA-ს თანახმად, ამ 10 თვის განმავლობაში, უნგრეთის გარდა, ყველა ბაზარი გაფართოვდა.