ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოქტომბერში აშშ-დან ფულადი გზავნილები 39%-ით გაიზარდა

ოქტომბერში აშშ-დან ფულადი გზავნილები 39%-ით გაიზარდა

2023 წლის ოქტომბერში აშშ-დან საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა წლიურად 39,17%-ით გაიზარდა. თუმცა, მთლიანობაში, ფულადი გზავნილების ოდენობა, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 43,6%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023-ის ოქტომბერში 283,01 მილიონი დოლარი ჩაირიცხა. აქედან 110,17 მილიონი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, 172,84 მილიონი – სხვა სახელმწიფოებზე.
ყველაზე მეტი თანხა მოცემულ პერიოდში გადმოირიცხა შემდეგი ქვეყნებიდან:
· 61,76 მილიონი [21,82%] რუსეთიდან;
· 42,57 მილიონი [15,04%] იტალიიდან;
· 41,72 მილიონი [14,74%] აშშ-დან.
მიუხედავად წამყვანი პოზიციისა, რუსეთიდან ჩარიცხვების წლიური ტემპი მკვეთრადაა შემცირებული – 79,36%-ით, მაშინ როცა აშშ-დან ჩარიცხვების წლიური ზრდის ტემპი გაზრდილია 39,17%-ით. მკვეთრად გაიზარდა ეს მაჩვენებელი გერმანიის შემთხვევაშიც და შეადგინა 31,09%-ს.
გადმორიცხულ თანხაში 5%-იან წილზე მეტი ასევე მოდის გერმანიაზე [20,24 მილიონი/7,15%], საბერძნეთზე [21,22 მილიონი/7,5%], ისრაელზე [17,16 მილიონი/6,06%] და ყაზახეთზე [16,44 მილიონი/5,81%].

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.