ევროკავშირის საზღვრის სამეთვალყურეო მისია ვერ ხედავს სომხეთის ჯარების „ვერავითარ უჩვეულო გადაადგილებებს“ აზერბაიჯანის განცხადების შემდეგ

ევროპის კავშირის მისია (EUMA) სომხეთში, რომელიც სომხეთის საზღვრებს უწევს მეთვალყურეობას, 31 მარტს იტყობინება, რომ სომხეთის ჯარების არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ შეუმჩნევია.
ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა საზღვრის პირას სომხეთის ჯარის თავმოყრის შესახებ.
„EUMA-ს მეთვალყურეები პატრულირებენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მთელი დღის განმავლობაში, სიწყნარეა და სიმშვიდე, არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ ჩანს. მისია გისურვებთ მშვიდობიან აღდგომას!“ – წერია მისიის შეტყობინებაში, რომელიც X -ის საიტით გავრცელდა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყო აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ბრალდება.
საყვედურების და საპასუხო პრეტენზიების გამოთქმა ერევანსა და ბაქოს შორის ხდება იმ მცდელობის ფონზე, მოხდეს დელიმიტაცია და დემარკაცია საზღვარზე, რომელიც ძლიერ არის მილიტარიზებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს