აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას

სომხეთ-აზერბაიჯანის პირობითი საზღვრის სხვადასხვა მიმართულებით ბოლო დროს სომხეთის შეიარაღებული ძალების ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო დანადგარების და სხვა მძიმე საცეცხლე საშუალებების კონცენტრაცია და ჯარების ინტენსიური მოძრაობა შეინიშნება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის არმია მტკიცედ აღკვეთს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას.
„ბოლო დღეებში შეიმჩნევა რევანშისტული ძალების გააქტიურება, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან, აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკის დონის ზრდა და საბოტაჟის მცდელობის მომზადების მიზნით საინფორმაციო გარემოში სიტუაციის გამწვავებაზე ორიენტირებული პროვოკაციული ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა. ვაფრთხილებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში, იგი მტკიცედ იქნება აღკვეთილი აზერბაიჯანის არმიის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სიტუაციის გამწვავებასა და ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და მის მფარველებს დაეკისრებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება