ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ამ ეტაპზე სომხეთის EU-ში გაწევრიანების საკითხი, არ განიხილება – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

27 მარტს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე არ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანის საკითხს.
„ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება. არ მგონია, რომ ეს მოხდეს. სომხეთს განაცხადი არ შეუტანია და ელოდება, რომ გაწევრიანდეს ან მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რომ, როგორც საქართველოს და თურქეთს, წლების განმავლობაში ლოდინი არ მოგვიწიოს. სომხეთში ბევრი სტანდარტი უნდა შეიცვალოს. განაცხადის შეტანის შემთხვევაშიც კი, საკითხავი ის არის, რამდენი დრო დასჭირდება ამას,“ — განაცხადა ალენ სიმონიანმა.
5 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შორის ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა, რომლის შესახებაც სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სომხეთის განვითარებას.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.