“ახალი წლის დღეები” რეგიონებში გრძელდება – საახალწლო ღონისძიებებს დღეს ფოთმა, ბაკურიანმა, მცხეთამ და ცაგერმა უმასპინძლა

ახალი წლის დღეები საქართველოში გრძელდება. საახალწლო ღონისძიებას დღეს მცხეთამ უმასპინძლა. ქალაქის მთავარ მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სცენა, მოეწყო საშობაო სოფელი. დღის ბოლოს მსმენელს საახალწლო განწყობა ჯგუფმა “მგზავრებმა” შეუქმნა.
ამაღლებული განწყობაა სათხილამურო კურორტებზეც. ბაკურიანში სპეციალურად საახალწლო ღონისძიებისთვის მოეწყო დეკორაციები და პავილიონები, რომელიც ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ახალი წელი პატარებს თოვლის ბაბუამ მიულოცა.
ზღაპრის გმირების ორკესტრირებულმა მსვლელობებმა, ილუზიონისტებმა და ანიმატორებმა გაულამაზა საახალწლო განწყობა ცაგერის მოსახლეობას. საშობაო სოფელში მისულ სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციის და ნაწარმის შეძენა და დაგემოვნება შეეძლოთ.
სადღესასწაულო განწყობაა ფოთშიც. ქალაქის ცენტრში თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა. გასართობი სივრცეები, ფოტო სტენდები და საახალწლო ინსტალაციები სპეციალურად ახალი წლის დღეების ფარგლებში მოეწყო. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
“ახალი წლის დღეები” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება