ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე, სადაც „კალაშნიკოვის“ ქარხანაცაა

დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკზე, სადაც „კალაშნიკოვის“ ქარხანაცაა

დღეს, 1 ივლისს დილით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკზე. სოციალური ქსელებით გავრცელდა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოკადრები, სადაც აფეთქებები ჩანს.
უდმურტეთის რესპუბლიკის მეთაურის, ალექსანდრ ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დილის 10 საათისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „კიევის რეჟიმმა“ დრონებით შეუტია იჟევსკის „ერთ-ერთ საწარმოს“. რომელს, ბრეჩალოვს არ უთქვამს. ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამსახურმა დროებით დახურა იჟევსკის აეროპორტი
დღის 12 საათისთვის ბრეჩალოვმა განაცხადა, რომ არიან დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი არ უთქვამს.
იჟევსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთი საწარმო, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, მართვადი საარტილერიო ჭურვების და სხვა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, „კალაშნიკოვის“.
უკრაინას იჟევსკზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.