კიევში ადასტურებენ დრონებით დარტყმას რუსეთის ქალაქ იჟევსკის სამხედრო ქარხანაზე

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ იჟევსკში დრონებით დაარტყეს ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლს“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა თანახმად, სამიზნემდე მანძილი 1300 კილომეტრზე მეტია. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებულია, რომ სულ მცირე ორი დრონი მოხვდა ქარხნის შენობებს, სადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის უდმურტეთის რესპუბლიკის დედაქალაქ იჟევსკზე დრონებით შეტევა 1 ივლისს, დილით განხორციელდა.
რესპუბლიკის მეთაურმა, ალექსანდრ ბრეჩალოვმა დაადასტურა დარტყმა „ერთ-ერთ საწარმოზე“, საიდანაც მისივე ცნობით, ევაკუაცია გახდა საჭირო.
ბრეჩალოვის ტელეგრამ-არხზე დღის სამი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი და ჰოსპიტალიზებულია 35, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
ტელეგრამ-არხი Astra თავიდანვე იუწყებოდა, რომ დრონებით დარტყმის სამიზნე იყო ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ეს ქარხანა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“. იჟევსკის ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ნოემბერშიც.
„კუპოლი“ -ის მიერ სანქცირებულ რუსულ საწარმოებს შორისაა.
იჟევსკი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო ცენტრია. ქალაქში განთავსებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არაერთი საწარმო, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, მართვადი საარტილერიო ჭურვების და სხვა იარაღის მწარმოებელი კონცერნის, „კალაშნიკოვის“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად