ხარკოვის ოლქზე დრონებით შეტევა იყო, აფეთქებების შესახებ იუწყებიან ანექსირებული ყირიმიდანაც

რუსეთის ჯარებმა გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 30 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვი.
სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვის რაიონის დასახლებულ პუნქტებში, პესოჩინსა და დერგაჩში დამწვარია ტექნიკური მომსახურების სადგური, კერძო საწარმოს საწყობი და აგროსაწარმოს შენობა. ჩუგუევის რაიონში ხანძარი გაუჩნდა სანატორიუმის სასადილოს შენობას.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან. ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ” წერს, რომ ქალაქ სევასტოპოლთან მდებარე კაჩის სამხედრო აეროდრომიდან დარტყმის საფრთხის გამო ვერტმფრენები გაიყვანეს.
აფეთქებები იყო ქალაქ ქერჩში. დროებით დახურეს ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი.
ქალაქი ქერჩი მდებარეობს ანექსირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ქერჩის სრუტის გასწვრივ, რომელიც აზოვის ზღვას შავ ზღვასთან აკავშირებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დრონებით შეტევის სამიზნეების დაკონკრეტების გარეშე დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში აზოვის ზღვის თავზე 5 უკრაინული საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს