დრამა და 101-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი - მეგა მატჩი სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]
![დრამა და 101-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი - მეგა მატჩი სამხრეთ ამერიკაში [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/b574f55363248d7c4d16a535d78c0273-FIElfl.jpeg)
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი ურუგვაიში, სტადიონ "სენტენარიოზე" გაიმართა, სადაც ერთმანეთს ურუგვაი და კოლუმბია დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
პირველ ტაიმში თავი კოლუმბიელთა შემტევმა ნახევარმცველმა, კუინტერომ გამოიჩინა, ამას მოჰყვა დევინსონ სანჩესის ავტოგოლი და როდრიგო აგუირეს შედეგიანი გასროლა, შემდეგ იყო ადრეს გომეშის 96-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლი, თითქოს ყველაფერი ასე უნდა დასრულებულიყო ,თუმცა მანუელ უგარტემ მსაჯის მიერ დამატებულ მე-11 წუთზე საკუთარ ნაკრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ურუგვაი 20 ნოემბერს ბრაზილიას ესტუმრება, კოლუმბია ამავე რიცხვში ეკვადორს უმასპინძლებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.