ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოსიმენის დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში და თანაგუნდელისთვის მიძღვნილი გოლი [VIDEO]

ოსიმენის დუბლი ზედიზედ მეორე მატჩში და თანაგუნდელისთვის მიძღვნილი გოლი [VIDEO]

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში "გალათასარაიმ" "სამსუნსპორს" უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გახსნა, ნიგერიელმა გატანილი გოლი მის თანაგუნდელს, მაურო იკარდის მიუძღვნა, მოგეხსენებათ, არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და თურქულ გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
50-ე წუთზე "სამსუნსპორის" ნახევარმცველმა ოლივერ ნჩამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
55-ე წუთზე კი "გალათასარაი" წინ კვლავ ოსიმენმა გაიყვანა და ნიგერიელმა ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა. 85-ე წუთზე მიჩი ბაჩუაიმ სტამბოლელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, 90+3 წუთზე კი
აიტ ბენასერმა ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"გალათასარაი" თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ფენერბაჰჩეს" 5 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ოსიმენს, "ნაპოლიდან" "გალაში" განათხოვრებულმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩში 8 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.