ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
![ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/11/a4002e209d9a5bc5d582979426954b98-FIqVuY.jpeg)
MLS-ის პლეი-ოფში საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" რეგულარული სეზონის გამარჯვებულ მაიამის "ინტერს" გადამწყვეტი მატჩი 3:2 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე მატიას როხასმა გახსნა, ორ წუთიან ინტერვალში კი ჯამალ ტიარემ დუბლი შეასრულა და პირველი ტაიმი "ატლანტა იუნაიტედმა" მოიგო.
65-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ე წუთზე კი ბართოშ სლისზმა "ატლანტა იუნაიტედისთვის" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ცნობისთვის, "ატლანტა იუნაიტედმა" პლეი-ოფის პირველი რაუნდი ბოლო 5 წელიწადში პირველად მოიგო, საბას გუნდმა რეგულარულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა.
"ატლანტა"
პლეი-ოფის მეოთხედფინალში "ორლანდო სიტის" დაუპირისპირდება, მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.