არქივი11 მარტი, 2025, 14:38
დონალდ ტუსკი - ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ

ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების შეხვედრას.
„ძვირფასო ამერიკელებო, ძვირფასო უკრაინელებო, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. დღეს ჯიდაში მთელი მსოფლიო გიყურებთ. წარმატებები!“, - წერს ტუსკი X-ზე.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.