არქივი8 მარტი, 2025, 17:54
დონალდ ტუსკი დობროპილიაზე თავდასხმის შესახებ - აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ

აი, რა ხდება, როცა ბარბაროსებთან დათმობებზე მიდიხარ, - ასე ეხმაურება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.
„მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში“, - წერს დონალდ ტუსკი X-ზე.
ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.