ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმედი გვაქვს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალისტური გახდება, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თურქეთს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ - დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ თურქეთს ევროკავშირში იხილავდა. ამის შესახებ ტუსკმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ტუსკის თქმით, პოლონეთი მუდმივად უჭერდა მხარს თურქეთს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებს.
„იმედი გვაქვს, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალისტური და ხელშესახები გახდება. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს თურქეთს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისაუბრა ევროკავშირისთვის თურქეთის სტრატეგიული როლის მნიშვნელობაზე.
„ხშირად განვიხილავთ კოლეგებთან ჩვენს სურვილს, განვავითაროთ ევროკავშირთან თანამშრომლობა ურთიერთსარგებლისა და პატივისცემის საფუძველზე“, – აღნიშნა ერდოღანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.