ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს - ორი დეპუტატი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან პალესტინის აღიარებას ითხოვდა, დარბაზიდან გააძევეს

დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს - ორი დეპუტატი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან პალესტინის აღიარებას ითხოვდა, დარბაზიდან გააძევეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ისრაელის ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­
კოალიცია „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის პლენარული სხდომიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც ამერიკელი ლიდერის სიტყვით გამოსვლის დროს ხელში დაიჭირა პლაკატი წარწერით: „აღიარეთ პალესტინა“. პლაკატის აღმართვას შეეცადა პარტიის წევრი ოფერ კასიფიც.
ქნესეთის თავმჯდომარის მოთხოვნით, ორივე მათგანი დარბაზიდან გააძევეს.
„ბოდიშს გიხდით ამის გამო, ბატონო პრეზიდენტო“, - განუცხადა ქნესეთის სპიკერმა ტრამპს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხუმრობით განაცხადა, რომ მომხდარი „ეფექტური იყო“, რასაც ქნესეთის წევრების მხრიდან აპლოდისმენტები და სიტყვა „ტრამპის“ სკანდირება მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.