ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ისრაელის ქნესეთში - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია

დონალდ ტრამპი ისრაელის ქნესეთში - ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის, ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 ადამიანი საბოლოოდ ბრუნდება სახლში, რათა სამუდამოდ განისვენებენ ამ წმინდა მიწაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი. ეს დიდი თანხმობისა და ხანგრძლივი ჰარმონიის დასაწყისია ისრაელისთვის და იმ რეგიონის ყველა ერისთვის, რომელიც მალე ჭეშმარიტად დიდებული რეგიონი გახდება. მე ამის მტკიცედ მჯერა. ეს ახალი ახლო აღმოსავლეთის ისტორიული გარიჟრაჟია“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ქნესეთის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ, რაც 2 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.
ქნესეთში ასევე იმყოფებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის ომის მინისტრი (ყოფილი თავდაცვის მდივანი) პიტ ჰეგსეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.