კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს

დონალდ ტრამპს სურს, რომ „ჰამასმა“ მძევლები რაც შეიძლება მალე გაათავისუფლოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„როგორც ნახეთ, ამ კონფლიქტის ყველა მხარე თანხმდება, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეთანხმება. ეს ნამდვილად წარმოუდგენელი მიღწევაა და ადმინისტრაცია ბევრს მუშაობს, რომ პროგრესს სწრაფად მიაღწიოს“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „სჯერა, რომ ღაზაში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.
„მნიშვნელოვანია შემდეგ ეტაპზე სწრაფად გადასვლა, რომ ღაზაში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა შევძლოთ და უზრუნველვყოთ ის, რომ ღაზა აღარ იყოს ადგილი, რომელიც ისრაელისა და -ის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად