ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა.
„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები“, - განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერამდე.
თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლას არ ეხება, არამედ აღდგენას“.
ჰეგსეთმა დასძიმა, რომ ქვეყანა „მეომრებს აღზრდის და არა მხოლოდ დამცველებს“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.