ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-შითავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი დაერქვა - ბრძანება ხელმოწერილია

აშშ-შითავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი დაერქვა - ბრძანება ხელმოწერილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა.
„ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები. ვფიქრობ, ეს გამარჯვების გზავნილია. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ვინმეს რეალურად წარმოუდგენია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლა არ არის, არამედ აღდგენა“.
„სამხედროები შეტევაზე გადავლენ და არამხოლოდ თავდაცვაზე, ქვეყანა მეომრებს აღზრდის და არამხოლოდ დამცველებს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.