ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც პენტაგონს ომის სამინისტრო დაერქმევა

დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც პენტაგონს ომის სამინისტრო დაერქმევა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინისტროს სახელი შეეცვლება და ომის სამინისტრო დაერქმევა, - ინფორმაციას Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აღმასრულებელი ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის ომის სამინისტროს მეორეხარისხოვან ტიტულად გამოყენებას ითვალისწინებს, თავდაცვის მინისტრს, პიტ ჰეგსეთს კი ომის მინისტრის სახელით მოიხსენებენ.
ბრძანება ასევე ავალებს ჰეგსეთს, წარადგინოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებები, რათა სახელი სამუდამოდ „აშშ-ის ომის სამინისტროდ“ იქცეს.
ცნობისთვის, აშშ თავის სამხედრო უწყებას 1949 წლამდე ომის სამინისტროდ მოიხსენებდა, სანამ მას თავდაცვის სამინისტრო არ დაერქვა 1947 წლის ეროვნული უსაფრთხოების აქტში შეტანილი მასშტაბური რეფორმების სერიის შესაბამისად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.