ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფედერალურ რეესტრშია გამოქვეყნებული.

შესაბამისი განკარგულება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომლებიც ამერიკელი პრეზიდენტების მიერ შემოღებული იყო 2014, 2018 და 2022 წლებში.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ პირველი განკარგულება 2014 წელს იქნა გამოქვეყნებული. მაშინ, პრეზიდენტი ბარაქ ობამას განკარგულება N 13660 რიგი პირების ქონების გაყინვას ითვალისწინებდა. თავდაპირველად სანქციები მათ წინააღმდეგ მოქმედებდა, ვინც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას.

შემდგომში, სასანქციო სია რამდენჯერმე განახლდა ტრამპის პირველი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.