ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - რუსეთს შეთანხმების დადება სურს და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან

დონალდ ტრამპი - რუსეთს შეთანხმების დადება სურს და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს გააქტიურდეს ომის დასრულების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.
„რუსეთს სურს შეთანხმების დადება და ზელენსკის მოუწევს გააქტიურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დიდ შესაძლებლობას გაუშვებს ხელიდან. უნდა იმოქმედოს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 17-18 თებერვალს ჟენევაში გამართავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.