დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერისშიც გაიმარჯვა

-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატობისთვის მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ნიუ-ჰემფშირის შტატში. იქამდე ტრამპმა მნიშვნელოვანი სხვაობით აიოვას შტატშიც იმარჯვა.
ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ, ტრამპი უკვე ერთადერთ ოპონენტს, გაეროში ყოფილ ელჩ ნიკი ჰეილის თითქმის 12 პროცენტით უსწრებს. თუკი ყოფილ პრეზიდენტს მხარი ამომრჩეველთა 54.8%-მა დაუჭირა მხარი, ჰეილის ნდობა 43.2%-მა გამოუცხადა. ჰეილის ტრამპის წინააღმდეგ მარტო მას შემდეგ დარჩა, რაც ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და ბიზნესმენი ვივეკ რამასვამი პრაიმერს გამოეთიშნენ და ტრამპს დაუჭირეს მხარი.
Associated Press შედეგს ჰეილისთვის არასახარბიელოდ მიიჩნევს, აღნიშნავს რა, რომ მან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი ჩადო ამ შტატში კამპანიისთვის. ჰეილიმ განაცხადა, რომ პრაიმერისს არ გამოეთიშება, გააკრიტიკა ტრამპი და აღნიშნა, რომ არჩევნები კიდევ არაერთ შტატშია ჩასატარებელი. თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ ჰეილი ვერ გაიმარჯვებს.
ჰეილი, რომელიც მიიჩნევა რესპუბლიკური პარტიის ტრამპის მოწინააღმდეგეთა ჯგუფის წარმომადგენლად, ყოფილ პრეზიდენტს სხვა შტატების საარჩევნო გამოკითხვებშიც ჩამორჩება.
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერისში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ ა. რესპუბლიკელი კანდიდატი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს.

ასევე დაგაინტერესებთ