პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიუ ჰემფშირში, დემოკრატების პრაიმერიზში ბაიდენმა გაიმარჯვა, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპმა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირში რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაში (პრაიმერიზი) გაიმარჯვა.
ტრამპის მთავარ კონკურენტს ნიკი ჰეილი წარმოადგენდა. CNN-ის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ხმების 54.6% მიიღო, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,2%.
დამარცხების მიუხედავად, ნიკი ჰეილიმ შიდაპარტიულ კენჭისყრაში მონაწილეობის გაგრძელების პირობა დადო - "რბოლა შორის არის დასრულებისგან. კიდევ ათობით შტატი დარჩა", - თქვა ჰეილიმ.
რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კენჭისყრას, აქ პრაიმერიზში აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.
CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა ხმების 66,8% მიიღო. მისმა მოწინააღმდეგე დინ ფილიპსმა კი ხმების 19,6% დააგროვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.