დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში იმარჯვებს, დათვლილია ხმების 81%

-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 იანვარს ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში გაიმარჯვა, რამაც გაამყარა მისი პოზიციები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლობისთვის.
ნიუ ჰემფშირის პრაიმერიზში ს კონკურენტი აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი იყო.
ამჟამად ხმების 81%-ია დათვლილი, აქედან 54,8% ტრამპის მხარდამჭერია, ხოლო ნიკი ჰეილიმ 43,6% მიიღო.
ტრამპმა ნიკი ჰეილის თვითმარქვია უწოდა და თქვა, რომ ის ისე იქცეოდა, თითქოს პრაიმერიზი მოეგო მაშინ, როცა დამარცხდა.
ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპს პრაიმერში გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ რბოლა ჯერ არ დასრულებულა და აპირებს ბრძოლა გააგრძელოს. ნიკი ჰეილის თქმით, დემოკრატებს ყველაზე მეტად ტრამპთან დაპირისპირება სურთ, რადგან ტრამპის გამარჯვება რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის 2024 წლის არჩევნებზე ბაიდენის გამარჯვებას ნიშნავს.

ასევე დაგაინტერესებთ